27/08/2023
19:44
კულტურა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, კუნძულ ოკინავაზე წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა იაპონიის პარლამენტის წევრებთან: მასაჰისა მიაძაკისთან, კონოსუკე კოკუბასთან, კოსაბურო ნიშიმესა და აიკო შიმაჯირისთან. აღნიშნული დეპუტატები იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში ოკინავიდან არიან არჩეული. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.
შეხვედრაზე ასევე, ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელეს. მომდევნო წლისთვის დაიგეგმა საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა. მხარეებმა თავიანთი ქვეყნების კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ახალი ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.
თეა წულუკიანმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ხელშეწყობისა და კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე მომზადებისთვის.
თეა წულუკიანი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მიმდინარე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება. მინისტრი შეხვედრებს გამართავს იაპონიის სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
0
0