თბილისში, ვიტალი დარასელიას თასი ტურინის „იუვენტუსმა“ მოიგო
29/08/2024
00:09
სპორტი
A-
+A
ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა.
„დინამო არენაზე“ გამართული დაპირისპირების ბედი იტალიელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყვიტეს – ფაბიო ბადარაუს გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ, ტურინელებს გამარჯვება მოუტანა.
საინტერესოა, რომ „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი ჯგუფში „უოტფორდთან“ და „დინამო თბილისთან“ დამარცხდა, ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ტურნირის დებულებამ თასისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა, რითიც იტალიელებმა შესანიშნავად ისარგებლეს.
მეხუთე ადგილისთვის „ლოკომოტივი“ „გალათასარაის“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში „დინამო თბილისმა“ „უოტფორდთან“ 0:1 წააგო.
0
0
76
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%