26/10/2024
15:35
არჩევნები 2024
ლერმონტოვის ქუჩაზე, მე-200 საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია მოწყობილი საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სააკაშვილი ეწეოდა აგიტაციას, მისი ოჯახის წევრი კი, რომელიც კომისიის წევრია, ორ-ორ ბიულეტენს გადასცემდა ამომრჩევლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და ირაკლი სააკაშვილი უბნიდან გააძევეს.
"საიდან მოიგონეთ, საიდან. აგიტაცია მოიკითხეთ თქვენ პარტიებში. ეს ზღაპრები მოჰყევით თქვენ ტელევიზიაში, რომ მიხვალთ," - განაცხადა ირაკლი სააკაშვილმა.
ასევე ვაკის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან გააძევეს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. მას თან ჰქონდა ადამიანების სიები, თუ ვინ უნდა მიეყვანა უბანზე და პერიოდულად უკავშირდებოდა, რაც მოხალისე დამკვირვებლებმა შეამჩნიეს და ჩამოართვეს. საჩივრის დაწერის შემდეგ უბნის კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა მისთვის უბნის დატოვება მოეთხოვა, თუმცა მანამდე აღნიშნული პირი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
"ჩემთან ერთად იყო ასევე დამკვირვებელი, რომელმაც შეამჩნია, რომ აივანზე ტელეფონზე რეკავდა, ეს ქაღალდები ეჭირა, მერე რომ გამოველაპარაკეთ ანერვიულდა, ვეღარ დამალა. გამოვართვით ეს საბუთები. მერე მართლა ცუდად გახდა და ახლა უბნიდან გაყვანილია, ფურცლები მე მაქვს," - ამბობს კომისიის წევრი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024