22/12/2021
13:19
საზოგადოება
როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, შეიქმნა გადახდის რამდენიმე პაკეტი, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი.
„ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება ერთი ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა“, – განაცხადეს მერიაში.
ამასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პირველ თებერვლამდე მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები.
0
0