04/11/2024
17:41
პოლიტიკა
თბილისში, ამ წუთებში, მსვლელობა დაიწყო - ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი, როგორც თავად ამბობენ, “გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ”.
საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება. პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დამონტაჟებულია. აქციააა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიკავებენ და აქციაზე მისულ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ფარულავას განცხადებით, პროტესტს დეცენტრალიაზცია და ძალიან მეტი გაშლა სჭირდება, რატა ხელისუფლებამ იგრძნოს ის დისკომფორტი, რომელიც მას ეკუთვნის.
“მათ არა თუ წაგვართვეს არჩევანის გამოხატვის თავისუფლება, არამედ ევროპული მომავალი. ეს ქალაქი გამარჯვების და წინააღმდეგობის ქალაქია“, - განაცხადა მან.
0
0