23/01/2023
11:36
კონფლიქტები
აფხაზეთში, თბილისში გადმოსახლებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კიდევ ერთი „მოქალაქის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სოხუმის პროკურატურა რუსლან გამისონის ადანაშაულებს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ და „საჯარო მოწოდებაში აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებაში, რომელიც ჩადენილია მედიის გამოყენებით“.
ე.წ. პროკურატურა აცხადებს, რომ გამისონიამ აფხაზეთი 2022 წლის ივნისში დატოვა „განზრახ, უკანონოდ, საგუშაგოს გვერდის ავლით, მოქმედი დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე“.
ცნობისთვის, 2022 წლის აგვისტოში ბლოგერმა დაურ ბუავამ სოციალურ ქსელ TikTok-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აფხაზეთის ხელისუფლებამ დაინახა „იდეები, რომლებიც შეიცავს ფარულ მიმართვას მომხმარებლის შეუზღუდავი რაოდენობის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას. აფხაზეთის რესპუბლიკის შესვლას საქართველოს შემადგენლობაში“.
რუსლან გამისონია აცხადებს: „იძულებული გავხდი სოხუმიდან თბილისში წავსულიყავი. რა ხდება ახლა აფხაზეთში... ხელისუფლება, რომელიც სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, მიწას ყიდის, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებითაა დაკავებული. განვითარება არ არის. ტარდება პროპაგანდა, რომ აქ მტრები არიან, ვითომ მტრები, მაგრამ აქ მტრები არ არიან. დროა, ერთობლივი დიალოგი შედგეს, დავიწყოთ ურთიერთობების დამყარება, მივიდეთ მომავლისკენ. აქ მომავალია, ყველა ერთმანეთს ეხმარება, მომავალში აქ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მშვიდობა მსოფლიოს!"
აღსანიშნავია, რომ გამისონია თავის tiktok ანგარიშში ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოს რეგიონია“ და „ქართველი ხალხი დიდი ხალხია, ვისაც სურს დაეხმაროს აფხაზების გადარჩენას“.
აფხაზეთის „პროკურატურამ“ ასევე განაცხადა, რომ გამისონია განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლა „უზენაესმა სასამართლომ“, ხოლო გულრიფშის „რაიონულმა სასამართლომ“ - "რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის მიმართ გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედებების ფაქტზე". ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსმა რობერტ კიუტმაც განაცხადა.
0
0