თბილისში 1 400 კგ. ვადაგასული ხორცი გაანადგურეს
25/11/2022
16:38
სამართალი
A-
+A
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. სააგენტოს ცნობით, შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.
"სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა"- ნათქვამია განცხადებაში.
0
0
798
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%