თბილისში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა
24/12/2021
21:04
საზოგადოება
A-
+A
დღეიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს მერია „საახალწლო სოფელში“ ორბელიანის მოედანზე იწვევს.
გახსნის ცერემონია ცოტა ხნის წინ გაიმართა და მას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო.
„საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, (სინთეტიკური) ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტა-კლაუსის მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.
0
0
360
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%