18/08/2022
11:31
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
მოსამართლემ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა დახურა. ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის მოტივად ის გარემოება დაასახელა, რომ საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება.
პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორის განმარტებით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
დაცვის მხარეს პროცესია დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0