15/12/2021
13:37
საზოგადოება
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დიდი პატივია საკრებულოში ისეთი სახელოვანი ქართველის ბიუსტის დადგმა, როგორიც დიმიტრი ყიფიანი იყო.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელიც დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს, ამ დიდი ქართველის ბიუსტი დაიდგა. მინდა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას ამ ინიციატივის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივა თბილისის მერიას 2019 წელს წარედგინა. „თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველმა კომისიამ“, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში განთავსებას მხარი დაუჭირა.
დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძეა, რომლის მიერ შექმნილმა კომპოზიციამ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ბიუსტი ხელოვნურ მარმარილოში დამზადდა.
დიმიტრი ყიფიანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხულია.
0
0