16/09/2024
21:33
სპორტი
უკრაინული „სარმატი“ 7×7 ფეხბურთში თბილისში დასრულებული საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატის (Socca Gran Prix 7) პირველი გამარჯვებულია.
ფინალი „მზიურის“ პარკში „მასტერ ლიგა არენაზე“ გაიმართა და „სარმატს“ ქართული „რევაინი“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების (ბულიტების) სერიაში გამოვლინდა, რომელიც უკრაინელებმა უკეთ შეასრულეს და ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა.
ფინალის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე: სვიატოსლავ მარკანიჩი („სარმატი“, უკრაინა)
საუკეთესო მცველი: ბექა რაზმაძე („რევაინი“, საქართველო)
უნივერსალი ფეხბურთელი: მოატასიმ აშამსი („ალჰარა“, ომანი)
საუკეთესო ასისტენტი: ირაკლი კლიმიაშვილი („ბეთლაივი“, საქართველო)
საუკეთესო ბომბარდირი: ვინსენე ტომა („სპორტინგ კარპატიანსი“, ბელგია)
საუკეთესო მენეჯერი: ალექსანდ კოლესნიკოვი („სარმატი“, უკრაინა)
Fair Play: ალექსანდ კოლესნიკოვი („სარმატი“, უკრაინა)
საუკეთესო ფეხბურთელი: სვიატოსლავ მარკანიჩი („სარმატი“, უკრაინა)
საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი (Socca Gran Prix 7) საქართველოს 7×7 ფეხბურთის ასოციაციის, სოკა ჯორჯია ფეხბურთის და International socca federation-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. საქართველო აღნიშნულ ტურნირს კიდე ორი წლის განმავლობაში უმასპინძლებს. ტურნირის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024