29/06/2023
13:49
ეკონომიკა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ATU Duty Free-ის განახლებული მაღაზია გაიხსნა.
ახალი მაღაზია მგზავრებს კომფორტულ გარემოში შოპინგის პრივილეგირებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. განახლებულ Duty Free-ში მსოფლიოს 80-მდე პრემიუმ ბრენდს ახალი ბრენდების პროდუქციაც დაემატა.
ATU Duty Free-ის ოპერირებაშია ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ზონაში მდებარე ქართული ღვინის მაღაზია, რომელიც მგზავრებს ადგილობრივი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
სამგზავრო საცალო ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ATU Duty Free მომხმარებელს უბაჟო ვაჭრობის მომსახურებას 3 კონტინენტზე, 6 ქვეყნის 20 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში, 110-ზე მეტ მაღაზიაში სთავაზობს.
ATU ახორციელებს Old Bazaar კონცეფციის მაღაზიებისა და 20-ზე მეტი ბრენდული ბუტიკი-მაღაზიის ოპერირებას სტამბოლის აეროპორტში, ასევე ოპერირებს გალათაპორტ სტამბულის საკრუიზო პორტის უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში; თურქეთში - ანკარას, იზმირის, ალანიისა და ბოდრუმის აეროპორტებში; მაკედონიაში - სკოპიესა და ოჰრიდის აეროპორტებში; ტუნისში - ენფიდას, მონასტირის, კართაგენის, ჯერბას, სიფაქსის, ტოზეურისა და ტაბარკას აეროპორტებში, ლატვიაში - რიგის აეროპორტში და ომანში - სალალაჰის აეროპორტში.
TAV Airports-თან და Unifree Duty Free/Gebr.Heinemann-თან პარტნიორობით დაფუძნებული ATU Duty Free მგზავრებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების 50 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
0
0