23/10/2021
15:00
საზოგადოება
რისმაგ გორდეზიანი - მეცნიერი, ფილოლოგი;
აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, პროფესორი;
ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
რამაზ ყურაშვილი - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი;
დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი და მოკრივე;
ლილი კინწურაშვილი - ქალაქ თბილისის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავრი სპეციალისტი;
ელგუჯა ბურდული - მსახიობი;
პაატა კერვალიშვილი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
ინგა ჯიბუტი - საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი;
ბადრი ქუთათელაძე - მწერალი, პოეტი, მკვლევარი, მწერალთა კავშირის წევრი;
გრიშა ჩიგოგიძე - პიონერფილმის ხელმძღვანელი;
დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი;
გივი ღამბაშიძე - ზეინკალი.
წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.
პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართა.
გასული წლების განმავლობაში დასახელებული თბილისის საპატიო მოქალაქეების სია იხილეთ ამ ბმულზე.
0
0