22/09/2024
12:09
სპორტი
დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში თბილისის რიგით მე-13 მარათონი გაიმართა. გარბენი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო – გამარჯვებულები ხუთ დისტანციაზე გამოვლინდნენ – ნახევარმარათონში და 10-კილომეტრიან გარბენში ქალებსა და კაცებში, ასევე ბავშვთა გარბენში.
ნახევარმარათონში უნიკალური პრეცედენტი დაფიქსირდა – კაცებში მთავარი ჯილდო უკრაინის წარმომადგენელმა ბოდგარ სემიონოვიჩმა მოიპოვა, ხოლო ქალებში პირველობა არავის დაუთმო მისმა მეუღლემ, ნატალია სემიონოვიჩმა.
„თბილისი მარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც „ჰანიველცემენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ხელისუფლებისა და საბერძნეთის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს და წელს 3000-მდე გაიზარდა. გარბენის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია „ჰანიველგცემენტი“ ბენეფიციარს გადასცემს.
„უკვე მეორე წელია, თბილისის მარათონში ვმონაწილეობ. შარშან მეორე ადგილზე გავედი, წელს კი პირველობა ვიზეიმე, რაც ძალიან მახარებს – ბოლო წლებში „თბილისის მარათონის“ ორგანიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა. მონაწილეთა რაოდენობა და დონე საგრძნობლად გაზრდილია. ამიტომ აქ გამარჯვება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა“, – ამბობს ნახევარმარათონის გამარჯვებული ბოგდან სემიონოვიჩი.
0
0