07/02/2024
13:28
ეკონომიკა
თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და შემდეგ დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომელიც შედგება ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხებია. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 763 000 000 ლარს შეადგენდა, ცვლილებების შედეგად კი ორ მილიარდ ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ქალაქ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის ბიუჯეტის ზრდის შესახებ ცვლილებების პაკეტი განიხილეს.
0
0