თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
13/05/2024
01:02
სამართალი
A-
+A
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს. ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკის მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით, დემონსტრანტებს, როგორც წესი, დაშლისკენ მოუწოდებენ.
ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.
მანამდე, სამართალდამცველებმა პარლამენტის ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ.
0
0
188
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%