23/10/2024
14:47
არჩევნები 2024
თავისუფლების მოედანზე, სადაც რამდენიმე საათში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩევლებს მიმართავენ.
საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მხარდაჭერებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს“
„ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დაგეგმილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად არის აკრძალული.
0
0