თავისუფალი ჭიდაობაში პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ვლადიმერ გამყრელიძე გამოვა
08/08/2024
11:33
სპორტი
A-
+A
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ხალიჩაზე პირველი ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) გამოვა. მისი მეტოქე მერვედფინალში უზბეკი შაპიევი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი მოჭიდავე მეოთხედფინალში ბულგარელ რამაზანოვსა და კანადელ მურს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათიდან დაიწყება.
ქართველმა ფალავანმა მიმდინარე წლის მაისში სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. გამყრელიძემ ე.წ. „ბრინჯაოს ფინალში“ უკრაინელი მიხაილოვი დაამარცხა.
გამყრელიძემ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგრადში ვერცხლის მედალი მოიპოვა 79 კგ-ში. იგი ასევე არის 2022 წლის კონტინენტის პირველობის პრიზიორი.
0
0
150
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%