10/08/2024
13:56
სპორტი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილმა (97 კგ) მერვედფინალში სამხეთ აფრიკელი დე ლანე 12:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძესა და თურქ ჩიფჩის შორის გამარჯვებული იქნება.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და სომეხი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი ფალავანი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს – ქართველი ფალავანი თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი, რომელშიც გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, 21:00 საათიდან დაიწყება.
0
0