თავისუფალი ჭიდაობაში 23-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში რვა მედალი მოიპოვა
22/09/2024
13:16
სპორტი
A-
+A
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ლადისლაუ სიმონის მემორიალზე რვა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.
დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ომარ გაზაშვილმა (61 კგ), გიორგი შონიამ (65 კგ) და გიორგი რომელაშვილმა (92 კგ) – ბრინჯაოები.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები არიან ზურა ჭიღლაძე, აკაკი კუნჭულია და ზვიად გვილავა.
ტურნირს ქართველი მსაჯი მალხაზ ჯორბენაძეც მოემსახურა.
0
0
245
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%