25/08/2024
22:55
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე როდიონ სანაკოევი დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკოლოზ მაისურაძე(80 კგ). მან ფინალური შეხვედრა ირანელ რეზა აფშართან დათმო.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.
0
0