13/05/2022
13:45
სამხედრო
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ქართული ხმლის „გორდას“ ასლები გადაეცათ - აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლებს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ეროვნული გვარდიის უფროსს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორსა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორს.
„გორდა“ ხმალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში. „გორდას“ დამღაა - ორი დაკბილულზედაპირიანი ნახევარმთვარის ფორმის ზურგშექცეული რკალები, შუაში განთავსებული წარწერით - „გენუა“. ამ დამღის ისტორია, ერთ-ერთი ვერსიით, XIV ს. გენუის ქალაქ-სახელმწიფოს უკავშირდება, ხოლო სხვა ვერსიით, მას კავკასიური წარმომავლობა აქვს.
0
0
ავარია იმერეთში - დაშავდა ერთი პირი
25/11/2024
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024