ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
10/05/2023
17:06
სპორტი
A-
+A
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 73კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში იჭიდავებს. ქართველი მოქმედი მსპოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალში 20 წლის სამხრეთ კორეელ ლის შეხვდა და 35 წამში ორი ვაზარით დაამარცხა.
გრიგალაშვილი ფინალში ან პრინციპული მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს, ან ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება.
0
0
332
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%