თანამდებობიდან გადადგა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
05/09/2023
14:21
კონფლიქტები
A-
+A
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა თანამდებობიდან მისი ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, ჯანსუღ ნანბას გათავისუფლების ბრძანებას. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ნანბას სხვა სამსახურში გადასვლა.
კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა მარიანა კვიცინიამ აცნობა, რომ ჯანსუღ ნანბამ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება საკუთარი სურვილით, 4 სექტემბერს დაწერა.
ჯანსუღ ნანბა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.
0
0
280
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%