29/10/2021
22:50
პოლიტიკა
„ლოგიკურია, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია არჩევანში იშიმშილოს ან უარი თქვას შიმშილობაზე,
მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია არჩევანში თავად გადაწყვიტოს საკუთარი თავის ბედი.
ის არ შიმშილობს იმის გამო, რომ სახელმწიფო და შესაბამისი დაწესებულება არ უქმნის სათანადო პირობებს ან იმიტომ, რომ ვინმე მას ცემს, აწამებს ან შიმშილს აიძულებს.
ის შიმშილობს საკუთარი გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს სახელმწიფო, ანუ მას არ აძალებენ საკვების მიღებას (არაერთ სახელმწიფოში მომხდარა ეს) და სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე საქმეში წამებადაც კი აღიარა საკვების იძულებით მიღება.
მოკლედ და კონკრეტულად კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
მოკლედ და კონკრეტულად სააკაშვილის უფლებები, უსაფრთხოება მათ შორის ჯანმრთელობის, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება დაცულია და თუ მაინც კანონის ფარგლებიდან გავალთ და ვისაუბრებთ ზოგად შემწყნარებლობაზე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ადამიანის ნება სჭირდება,ნება მოინანიოს, გნებავთ შეინანოს ჩადენილი. ამის სურვილს მიხეილ სააკაშვილისგან გრძნობთ ან ხედავთ?!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
0
0