20/03/2024
21:19
სამართალი
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ვმუშაობთ, უმძიმესი შემთხვევა იყო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, „მომხდარის გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, თუმცა არის სირთულე, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხერხდება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება“.
„საოკუპაციო ხაზთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, იყო საუბარი გამოძიებაზე, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო ნამდვილად, ამაზე ვმუშაობთ, რთულია, მე ავხსენი კიდეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, დავკითხოთ ხალხი, მონაწილე ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კონტროლი ვერ ვრცელდება, სადაც ოკუპანტები არიან და საიდანაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ, ასეთი სასტიკი მკვლელობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
0
0