18/10/2021
16:16
საზოგადოება
როგორც გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გადაწყვეტილება მიიღოს, რა ინტერვენციას ჩაიტარებს და ვაქცინას გაიკეთებს თუ არა, თუმცა მეორეს მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, როდესაც მიდის სამუშაო და ბიზნეს გარემოში თუ სოციალურ ღონისძიებაზე, ეპიდემიური რისკებისგან იყოს დაცული.
“არჩევანის საფუძველზე: ვაქცინაცია ან PCR - ტესტირება, დაბალანსებულია უფლებრივი კუთხით. მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიმსჯელოთ მექანიზმზე თუ როგორი იქნება უფრო ეფექტური მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება როგორც უფლებრივ, ასევე აღსრულების ნაწილში. სხვაგვარად მოსახლეობის მოცვა და იმუნური ფენის ჩამოყალიბება გაჭირდება. ვაქცინაციით მოსახლეობის 80% მაინც უნდა იყოს დაფარული იმისთის, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა, შეზღუდვების გარეშე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისი, აგვისტო, სექტემბერის პერიოდში, ხოლო დღეს მიწოდება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე არის მოთხოვნა.
“ადამიანებს სჭირდება საინფომაციო უზრუნველყოფა, რათა ვაქცინაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ. საინფორმაცია კამპანია უფრო მეტად ნეგატიურ მესიჯებზე იყო დამყარებული, ვიდრე პოზიტიურ მესიჯებზე.
ნაცვლად იმისა, რომ სტაბილურად ვაზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია და რა სიკეთის მომტანია ვაქცინა, ხშირად ამ ტიპის კამპანაია გარკვეულად პოლიტიკურად მოტივირებული მესიჯები ფარავს: ჩაიშალა, ჩაფლავდა, დაგვიანდა, გაფუჭდა... რაც საკმაოდ დამაბნეველია, ისედაც მერყეობის ფაზაში მყოფი მოქალაქისთვის. თუ მოვახერხებთ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ერთიანად დადებით მესიჯებს შევინარჩუნებთ, იმის მიუხადავად თუ ვის წარმოვადგენთ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა ინტერესის გაერთიანება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
0
0