თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%
25/01/2022
12:35
საზოგადოება
A-
+A
ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში არის ძალიან დაბალი - 1, ან 2%. ჩვენ დღეს ვართ დაახლოებით 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე და ამ პირობებში, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 55% თავისუფალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მოიმატებს თუ არა შემთხვევების რაოდენობა, ამის პროგნოზირება რთულია.
„შემდეგი მატების პროგნოზები ციფრებში არსებობს. ჩვენ ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზებს ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ. დღეს გამოვლენილი 15 000 შემთხვევიდან შესაძლებელია, კიდევ ერთი ამდენი იყოს დაინფიცირებული, რომელიც უსიმპტომოა და მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, ისე რომ პირი ამას ვერც ამჩნევს. შესაძლებელია იყოს მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15000-ზე, შესაძლებელია იყოს უფრო მეტიც“, - აღნიშნა გაბუნიამ.
0
0
348
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%