14/11/2024
14:56
მსოფლიო
„ტაივანს ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისთვის იარაღით ვაჭრობაზე შეთანხმებების კონკრეტული სია ჯერჯერობით არ წარუდგენია, თუმცა სურს, განიხილოს თავდაცვის გაძლიერების გზები,“ - განაცხადეს მაღალჩინოსნებმა.
როგორც Reuters-ი წერს, ტაივანმა, რომელზეც ჩინეთი ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებს, შესაძლოა იარაღის შესყიდვების თაობაზე აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ტრამპის მიერ წაყენებული წინადადება განიხილოს, რომლის თანახმადაც, ტაივანმა „თავდაცვისთვის“ ფული უნდა გადაიხადოს.
„ტაიბეი აშშ-ის შეიარაღების მნიშვნელოვან პაკეტს განიხილავს, რათა თავდაცვის სფეროს მიმართ თავისი ერთგულება დაადასტუროს. თუმცა კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს. პრიორიტეტი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა. ტაივანი მზადაა დისკუსიებისთვის აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან“, - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ტაივანი ჩინეთის მხრიდან მუდმივ სამხედრო წნეხს განიცდის - ჩინეთი კუნძულის მიერ იარაღის შესყიდვას ეწინააღმდეგება. აშშ ტაივანისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია. ტაივანმა აშშ-სგან $20 მილიარდის ღირებულების იარაღი, ასევე $2 მილიარდის ღირებულების სარაკეტო სისტემა შეიძინა. ქვეყნის თავდაცვითი ხარჯები 2016 წლიდან 80%-ით გაიზარდა.
ტაივანი ასევე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან და ანალიტიკურ ცენტრებთან ქვეყნის სამხედრო მზადყოფნის გაუმჯობესების შესახებ რეგულარულ დისკუსიებს აწარმოებს.
0
0