17/10/2024
11:26
მსოფლიო
„ჩინეთი არ აიღებს ვალდებულებას, რომ უარი თქვას ტაივანის მიმართ ძალის გამოყენებაზე,“ - განაცხადა პეკინის მთავრობამ.
ჩინეთმა, რომელიც დემოკრატიულად მართულ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, კუნძულზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რაც "სეპარატისტული ქმედებების" მიმართ პასუხი იყო ტაივანის პრეზიდენტის ლაი ჩინგ-ტეს სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
”ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური გულწრფელობით და ძალისხმევით ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გაერთიანებისკენ, მაგრამ ჩვენ არასოდეს ავიღებთ ვალდებულებას, უარი ვთქვათ ძალის გამოყენებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ჯარი ჰყავს ტაივანს და რამდენ იარაღს ყიდულობს, არ აქვს მნიშვნელობა გარე ძალების ჩარევას, თუ ის (ტაივანი) გაბედავს რისკზე წასვლას, ეს გამოიწვევს საკუთარ განადგურებას. ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას არც ერთი წუთით არ შევწყვეტთ”, - განაცხადა ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის სპიკერმა ჩენ ბინჰუამ პეკინში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში, კუნძულ დონშანზე ჩავიდა, რომელიც ტაივანს ესაზღვრება. 1953 წელს, ჩინეთმა კუნძულ დონშანზე ტაივანში მოქმედი სამხედროების შემოსევის მცდელობა აღკვეთა.
0
0