08/08/2022
13:48
მსოფლიო
არის თუ არა ტაივანი ჩინეთის ნაწილი
ტაივანი და ჩინეთი მეზობელი ქვეყნები არიან. ჩინეთი ტაივანს მიიჩნევს თავის ნაწილად, ტაივანი კი მას ემიჯნება და სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ტაივანსა და ჩინეთს დაპირისპირება უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს და იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობისაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, ეს დაპირისპირება არ არის უბრალო ლოკალური კონფლიქტი, არამედ კონფლიქტია ორ სუპერსახელმწიფოს შორის. ტაივანს ზურგს ამერიკა უმაგრებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაპირისპირებაც ცივი ომის გაგრძელებაა. ტაივანი მდებარეობს იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ფილიპინებს შორის. ჩამოთვლილი ყველა ქვეყანა პროამერიკულია და ტაივანის დამოუკიდებლობა და მასზე გავლენის ქონა ამერიკისათვის გეოპოლიტიკისა და პრინციპის საკითხია.
(ფოტოზე ჩანს ტაივანი და მისი მიმდებარე პრო-ამერიკული ქვეყნები)
საიდან და როდის წარმოიშვა ტაივანის დამოუკიდებლობის იდეა?
იმის მიუხედავად, რომ ჩინელები და ტაივანელები ეთნიკურად ერთნი არიან და ისტორიის გარკვეულ მონაკვეთებში ერთ ქვეყანას წარმოადგენდნენ, ტაივანელები თავს მაინც მიიჩნევენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მოსახლეობის დიდი ნაწილიც საკუთარ თავს მიიჩნევს არა ჩინელად, არამედ ტაივანელად.
რეალურად, ტაივანი თავისი არსებობის განმავლობაში უმეტესწილად დამოუკიდებელი იყო და ჩინეთმა სრული გავლენა ამ კუნძულზე მხოლოდ და მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიპოვა. 1895 წლიდან 1945 წლამდე ტაივანი იაპონელთა მმართველობის ქვეშ იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტაივანი ჩინეთის ნაწილი გახდა. შემდეგ წლებში ჩინეთში ერთმანეთს ნაციონალისტები და კომუნისტები დაუპირისპირდნენ. დამარცხებული ნაციონალისტები ტაივანში გაიქცნენ და 1949 წლიდან ტაივანი ჩინეთის დამოუკიდებლად არსებობს. რამდენიმე ათწლეულის განვმალობაში, ტაივანში ეგრეთწოდებული „თეთრი ტერორი“ მეფობდა. მთავრობა დევნიდა კომუნისტებს და ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რაც იდეურად კიდევ უფრო აახლოვებდა აშშ-თან და სხვა ანტიკომუნისტურ სახელმწიფოებთან. „თეთრი ტერორის“ განმავლობაში ტაივანის მთავრობამ 140 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, აწამა და მოკლა, რისი წყალობითაც დამოუკიდებლობა, დიქტატურა შეინარჩუნა. 1987 წელს ტერორი დასრულდა, საბჭოთა კავშირიც დასუსტდა და ცივი ომის დასრულებასთან ერთად ტაივანმაც დაიწყო თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნა, ხოლო 2008 წელს„თეთრი ტერორისთვის“ ბოდიში მოიხადა.
ფაქტობრივად, ტაივანი თავისი არსებობის მანძილზე უმეტესწილად დამოუკიდებელი იყო ჩინეთისგან და არასდროს ყოფილა თანამედროვე ჩინეთის გავლენის ქვეშ. ტაივანი არც კომუნისტური ჩინეთის პროვინცია იყო და არც რევოლუციამდე არსებული სახელმწიფოსი. ტაივანს დღევანდელ ჩინეთთან აღარაფერი აკავშირებს გარდა საერთო წარსულისა, რომელიც 1895 წელს დასრულდა.
დღესდღეობით, ტაივანი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა. ტაივანი მსოფლიო ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს და მრავალი ბაზარი მასზეა დაყრდნობილი. ტაივანში აწყობილი ჩიპების წყალობით, ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკის(კომპიუტერები, კონსოლები ტელეფონები და სხვა) 60%.
ჩინეთი, რა თქმა უნდა, ტაივანს არ ცნობს დამოუკიდებელ ქვეყანად და თავისი გავლენით სხვა სახელმწიფოებსაც აიძულებს არ აღიარონ მისი დამოუკიდებლობა.
ნენსი პელოსის სტუმრობა ტაივანში
რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ესტუმრა ტაივანს, რამაც კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა და ჩინეთის აგრესიაც გამოიწვია. ჩინეთმა პელოსის სტუმრობა შეაფასა, როგორც ჩინეთის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა და დაიწყო ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის მიმდებარე საზღვაო, სახმელეთო ტერიტორიებზე, რაც კი აქამდე ყოფილა. ჩინეთმა, ასევე უარი თქვა საუბრის გაგრძელებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან კლიმატისა და სხვა პრობლემების შესახებ.
დღესდღეობით, სიტუაცია ტაივანში დაძაბულია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ომის მოლოდინშიც კია.
https://edition.cnn.com/?refresh=1
https://www.bbc.com/news/world-asia-china-59900139
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0