20/01/2022
11:31
მსოფლიო
„ალბათ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი ამ ეკოსისტემაში, ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით მათი არსებობის შესახებ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რუკაზე მათ მონიშვნასა და დაცვაზე. ამ გასაოცარმა აღმოჩენამ გააფართოვა ჩვენი ცოდნა ზღვის ფსკერის ბინადრების შესახებ. წყლის უჩვეულო სიღრმე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მარჯნები „ძალიან კარგ მდგომარეობაში“ დარჩა. ზღვის სახეობების დაახლოებით 25% მარჯნის რიფებში გვხვდება. აღმოჩენამ მნიშვნელოვანი წარმოდგენა შეგვიქმნა ოკეანის ბიომრავალფეროვნების შესახებ. ასე რომ, კვლევის შემდეგი ეტაპი ამ ტიპის რიფების გარშემო მობინადრე სახეობების ძებნას დაეთმობა,” - თქვა იუნესკოს წარმომადგენელმა, ჯულიან ბარბიერმა.
ფრანგმა წყალქვეშა ფოტოგრაფმა, ალექსის როზენფელდმა, თქვა, რომ "ჯადოსნური იყო გიგანტური, ულამაზესი ვარდის მარჯნის ხილვა. "ეს ხელოვნების ნიმუშია", - დასძინა მან.
”ჩვენ ჯერ კიდევ ვაკავშირებთ მარჯნებს ყველაზე არაღრმა ტროპიკულ ზღვებთან, მაგრამ აქ ვხვდებით უზარმაზარ, დღემდე უცნობ მარჯნის რიფების სისტემას. რადგანაც არაღრმა ზღვებში წყალი უფრო სწრაფად თბება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღრმა წყლის ეს მარჯნის რიფების სისტემები მომავალში მარჯნების თავშესაფარი გახდება. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს განსაკუთრებული ადგილები, გავიგოთ მათი ეკოლოგიური როლი და დავიცვათ ისინი," - თქვა ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიურეი რობერტსმა.
მარჯნის რიფები ნოემბერში, წყალქვეშა ექსპედიციის დროს, ოკეანის „ბინდის ზონაში“ აღმოაჩინეს.
მარჯნის რიფები ოკეანის ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ ეკოსისტემებს შორისაა, რადგან ისინი დაუცველია დაბინძურების, ზღვის ტემპერატურის მომატებისა და წყალში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით გამოწვეული ქიმიური ცვლილებისგან.
0
0