25/09/2024
10:53
მსოფლიო
ტაილანდის მეფემ ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველია, რომელმაც ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური კავშირი დაუშვა. კანონპროექტი 2025 წლის 22 იანვრიდან ამოქმედდება.
აქტივისტებმა აღნიშნულ ნაბიჯს ისტორიული უწოდა და ქორწინების თანასწორობის მიღწევისთვის მრავალწლოვანი ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენს. ტაილანდი დიდი ხანია განიხილება, როგორც ლგბტქ+ თემის „თავშესაფარი“ რეგიონში, სადაც ამგვარი დამოკიდებულებები იშვიათია.
კანონპროექტში ნახსენებია გენდერულად ნეიტრალური ტერმინები - „ქმარი“, „ცოლი“, „კაცი“ და „ქალი“. ამოქმედების შემდეგ, კანონი ერთსქესიან წყვილებს შვილად აყვანისა და სამემკვიდრეო უფლებებს მიანიჭებს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პაეტონგტარნ შინავატრამ X-ზე ლგბტქ+ პირებს მიმართა: "გილოცავთ ყველას, სიყვარული იმარჯვებს!".
0
0