17/02/2022
11:15
მსოფლიო
ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა, ქვეყნების, ტერიტორიების, ადმინისტრაციული ზონებისა და დედაქალაქების განახლებული სახელების შესახებ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პროექტი დაამტკიცა.
ახალი ოფიციალური სახელწოდება, კრუნგ თეფ მაჰა ნახონი (Krung Thep Maha Nakhon-ი), ძალაში არ შევა მანამდე, სანამ კომიტეტი არ განიხილავს. კრუნგ თეფ მაჰა ნახონი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქის ოფიციალური სახელწოდება გახდება, თუმცა, ამავე დროს, ბანგკოკი ფრჩხილებში ჩაიწერება.
სამეფო საზოგადოების ოფისმა ასევე განაახლა სხვა ქვეყნებისა და დედაქალაქების ოფიციალური სახელწოდებების მართლწერა, მათ შორის, იტალიის დედაქალაქის სახელწოდება Rome (რომი) შეიცვალა Roma-ით, მიანმარის დედაქალაქი Yangon (იანგონი) - Nay Pyi Taw-ით (ნეი პი ტაუ), ნეპალის სამეფო - ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკით.
ტაილანდის დედაქალაქის სახელწოდება - ბანგკოკი - ოფიციალურად 2001 წლის ნოემბრიდან სამეფო საზოგადოების ოფისის განცხადების საფუძველზე გამოიყენება.
0
0