26/01/2022
13:43
საზოგადოება
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ სეზონურ გრიპად გადაიქცევა.
"ვაპირებთ სარეკლამო, საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში „ომიკრონის“ დროს. როგორც ვხედავთ და სხვა ქვეყნის გამოცდილებამაც აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი. ის ასეთ გრიპად გადაიქცევა. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში. ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც არის ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი ბინაზე მკურნალობა, იქაც მაქსიმალურ კონსულტაციას გავუწევთ.
რაც შეეხება ოჯახის ექიმების ოდენობას, ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ დიდი ოდენობა ოჯახის ექიმებისა, რათა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს. ასევე, ქოლცენტრის ოპერატორები დავამატეთ და ამაში სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები გვეხმარებიან,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
0
0