28/12/2021
15:55
პოლიტიკა
მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ აფერისტს უწოდებს და ამბობს, რომ ის ცდილობს კანონს გაექცეს.
„საგანგაშო არაფერია, მისი მდგომარეობა სტაბილურია. გაუტკბა გორის ჰოსპიტალში წოლა, შეიფერა მართლა ავადმყოფის როლი და ახლა, როცა აღარ არის მისი იქ ყოფნის საჭიროება და კანონის მოთხოვნით უნდა დააბრუნონ იქ სადაც საჭიროა, ხან გული მისდის, ხან კოლაფსში ვარდება, ხანაც... მოკლედ ეს პოლიტიკური აფერისტი ცდილობს, ცდილობს და ვერა და ვერ „დაიავადა“ თავი ისე, რომ კანონს გაექცეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აღაიარებით, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, „გიჟის ბილეთს“ უმზადებდნენ, მაგრამ სააკაშვილმა თავად თქვა უარი, არ წარმოუდგენია „ნაციოანალური მოძრაობა“ მისი ლიდერობის გარეშე. სხვა გამოსავალი არ დარჩა, სიმულიანტობა, გულყრები, ბარბაცით სიარული მიხეილ სააკაშვილის სცენარის - „გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის“ ერთადერთი ხერხი და საბაბია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
0
0