18/09/2024
21:57
სამართალი
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფომრაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყემებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
"ამბობენ, რომ სწორედ ეს "სთორი" შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი" , - ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
0