05/08/2022
12:46
მსოფლიო
სწორია კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა.
იაგო ხვიჩია ასევე ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნიდან გამომდინარე ვერც ომის და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ხედავს.
„ამ ფორმით მე ვერც ომის დაწყების და ვერც ქსენოფობიური კამპანიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა სწორია ირაკლი კობახიძის არგუმენტი და კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების ვიზის გარეშე შემოშვებას ახლა აპროტესტებს ის ხალხი, ვინც 2011 წელს თვითონ იყო ვიზების მოხსნის ინიციატორი. უცნაურია, ერთი მხრივ, მხარს უჭერდე ვიზების მოხსნას, როცა შენ ხარ ხელისუფლებაში და შემდეგ იძახდე, რომ ამ მეთოდით ქვეყნის ოკუპაცია ხდება. თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, ხედავთ თუ არა პრობლემას რუსი ვიზიტორების რაოდენობის გაზრდაში, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ტურისტების მატებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„არა. მე პრობლემას ტურისტების მატებაში ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ ოკუპანტის მატებაში, რომელიც ავტომატით მოდის. ვიზას სთხოვ ვიღაცას და ამ ბარიერს ვერ გაივლის და რომ გჯერა, რომ ახალა ოკუპანტი შეაჩერე. ეს აბსურდული თავდაჯერებული რემენაა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
0
0