02/06/2023
12:13
ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით განისაზღვრა.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება მაისში აპრილის თვესთან შედარებით ასეთია:
✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - -1.7%
✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 1.6%
✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - -0.4%
✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - -0.1%
✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 1%
✅ ჯანმრთელობის დაცვა - 0.6%
✅ ტრანსპორტი - 0.0%
✅ კავშირგაბმულობა - -0.5%
✅ დასვენება, გართობა და კულტურა - -1.3%
✅ განათლება - 0.0%
✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 0.7%
✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.2%
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
🔴 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7%, რაც თვის ინფლაციაზე -0.62%-ული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0%), პური და პურპროდუქტები (-2.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4%), ზეთი და ცხიმი (-1.0%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%), თევზეული (1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%);
🔴 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც 0.12%-ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3%), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9%) ქვეჯგუფებზე;
🔴 სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2%-იანი მატება, რაც 0.34% პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6%).
0
0