18/09/2024
16:17
მსოფლიო
„ომით დაზარალებულ სუდანში შიმშილი თითქმის ყველგან მძვინვარებს", - განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა BBC-ის ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ.
„სუდანში არსებული მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა... აქ მოსახლეობის შიმშილისა და მასიური გადაადგილების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. 12 მილიონი ადამიანი უკვე იძულებით გადაადგილებულია. სუდანის მიმართ გლობალური საზოგადოების ყურადღება ძალიან დაბალია და ასევე იკვეთება რასობრივი ფაქტორი. წარმოიდგინეთ: ხალხის განადგურება, გადაადგილება, ყველგან გავრცელებული დაავადებები და ახლა შიმშილი. ცოტა ხნის წინ, სუდანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკს და საავადმყოფოს ვეწვიე. მშიერი ბავშვები სიკვდილის ზღვარზე არიან. 25 მილიონამდე ადამიანს - სუდანის მოსახლეობის ნახევარს - ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.
სუდანი ვერ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც იმსახურებს. აქ ყველგან ომის სუნი იგრძნობა“, - თქვა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
გებრეიესუსმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ სუდანს რადგან ქვეყანაში არსებული ვითარება "ტრაგედიაა".
როგორც ცნობილია, 2023 წლის აპრილში, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ათასობით ადამიანი დაიღუპა.
0
0