14/10/2024
10:36
მსოფლიო
დედაქალაქ ხართუმის სამხრეთით, სუდანის არმიის საჰაერო თავდასხმებს 23 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
საჰაერო თავდასხმების სამიზნე, სამხრეთ ხართუმში, გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალების მთავარი ბანაკი იყო. დაზარალდა ცენტრალური ბაზარი და მიმდებარე საცხოვრებელი ზონა.
სამაშველო ქსელის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლის [რომელიც ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული] ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში მკურნალობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ძალები ხართუმისკენ მიიწევენ ახლომდებარე ომდურმანიდან, სადაც შეტაკებები 12 ოქტომბერს დაიწყო. მიმდინარე კვირის დასაწყისში, სუდანის მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი მტკიცებულება წარუდგინა იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები იარაღს აწვდის და მხარს უჭერს გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალებს და სპარსეთის ყურის ქვეყნის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროები დიდი ხანია უარყოფს, ის რომ გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალებს მხარს უჭერს. გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სუდანში, ამჟამად, "შიმშილის კრიზისის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება".
0
0