24/08/2024
15:45
კონფლიქტები
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ახლდა წვიმა და სეტყვა, ცხინვალის რეგიონის სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვა და გზების დაზიანება გამოიწვია. განადგურებულია მოსავალიც.
სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ცხინვალის მიმდებარე სოფლებს მიაყენა. როგორც რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ინალ ბაზაევმა, საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს განუცხადა, ელექტროენერგიის გარეშე რჩება თითქმის მთელი რაიონი.
ელექტროენერგიის გარეშე რჩება ოკუპირებული ჯავის და კვაისას რაიონებიც. სტიქიის შედეგების შესაფასებლად სოფლების დათვალიერება უკვე დაიწყეს.
ქარიშხალი, ძლიერი წვიმა და სეტყვა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, 24 აგვისტოს გამთენიას დაატყდა თავს. ამ დრომდე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
0
0