13/10/2021
13:03
საზოგადოება
„სამწუხაროდ, დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრება უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად სტარტი აიღო „მეხუთე ტალღამ“, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით, ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, - აღნიშნავს ტაბიძე.
ამასთან, მისივე განმარტებით, ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა გრძელდება-ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს.
როგორც ტაბიძე განმარტავს, ვირუსების თანხვედრა ცუდ შედეგებს მოიტანს.
„ჩვენ ახლა ზუსტად იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა და სხვადასხვა ტიპის ვირუსის ერთიანი შემოტევა გრძელდება. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იმ თანხვედრაზე, რასაც „ტვინდემია“ დაარქვეს. ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს. ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დადასტურება ვერც მოახდინოს, თუნდაც იმ „პისიარ“ ტესტმა, სწრაფ ტესტებზე საუბარი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ვირუსების ერთმანეთთან თანხვედრა უფრო მეტად ცუდი გამოსავლების და შედეგების მომტანია“, - აღნიშნავს ტაბიძე.
„ინტერპრესნიუსი“
0
0