11/09/2024
01:56
სამართალი
სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 9 სექტემბერს, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.
მედია წერს, რომ ქალს სასიკვდილოდ თავისმა შეყვარებულმა სცემა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედია ასევე წერს, რომ სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი აედევნა და დააკავა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც სათვალთვალო კამერებმა ჩაიწერა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც, მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ სასტუმროს ლიცენზია არ ჰქონდა და ის დალუქა.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
0
0