31/10/2023
21:24
ბადაგონი
"ბადაგონი", როგორც ნაყოფიერების და ქართული ღვინის ღვთაება, ბახუსის წინაპარი და დონატო ლანატის შთაგონება“,- წერს ცნობილი იტალიური, ყოველდღიური გამოცემა "La Stampa" , რომელიც ვრცელ სტატიას იტალიელ ენოლოგს, დონატო ლანატის უძღვნის.
დონატო ლანატი ქართულ ღვინოზე საუბრისას ამბობს, რომ სწორედ “ბადაგონია" ნაყოფიერების და ქართული ღვინის ღვთაება, რომლის ქანდაკებაც საქართველოში, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს და ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მე-8, მე- 6 საუკუნით თარიღდება.
დონატო ლანატი მას ბახუსის წინაპრად მოიხსენიებს და დასძენს, რომ ქართული ნაყოფიერებისა და ღვინის ღვთაება, რომლის ასლიც, მეღვინეობა „ბადაგონის“ ქარხანაში დგას- მისი შთაგონების წყაროდ იქცა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ენოლოგი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ქართული ღვინის პოპულარიზაციაში.
დონატო ლანატი, რამდენიმე საუკეთესო სამარკო ღვინის შემქმნელია და ის უკვე მრავალი წელია, რაც კომპანია „ბადაგონის“ ენოლოგია.
0
0