16/10/2024
11:03
საზოგადოება
კომპანია „თელასმა“ 2024 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,768 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,7% (173 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,7%-ით (27,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 772 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 691,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 80,7 ათასი – იურიდიური პირი.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 000 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (196 კმ-ით) აღემატება 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 804 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0