15/11/2024
10:47
საზოგადოება
სამგორის რაიონის ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სს „თელასი“ ქვესადგურში „ნავთლუღი-2“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ქვესადგურის 6 კილოვოლტიან გამანაწილებელ მოწყობილობაში მოძველებული ზეთიანი ამომრთველები ახალი თანამედროვე ვაკუუმური ტიპის ამომრთველებით ჩანაცვლდება. ასევე შეიცვლება მეორადი კომუტაციის კაბელები, დამონტაჟდება სარელეო დაცვის მიკროპროცესორული ტერმინალები და აშენდება დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის ახალი შენობა.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სამგორის რაიონის 35 ათასი აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. პროექტის ღირებულება 4 900 000 ლარს შეადგენს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო აუცილებელია ელექტრომომარაგების დროებითი შეზრუდვა, რისთვისაც კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
0
0
ხანძრის შედეგად ათი მოხუცი დაიღუპა
15/11/2024