18/11/2024
11:51
პოლიტიკა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გზავნილებს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ აფასებენ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის სულისკვეთებას, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, იზიარებს, ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც საკუთარ ხალხზე, კონსტიტუციასა და არჩევანის თავისუფლებაზე ძალადობენ.
"მიუხედავად იმისა, რომს სრულიად ვიზიარებ იმ სურვილს, რომელიც ჩვენს პატრიარქს აქვს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მათ შორის, ხაზს ვუსვამ იმას, რომ კონკორდატით ეკლესია საერო საქმეებში არ ერევა, ცალსახად გეუბნებით, რომ ჩვენ გვყავს დღეს ივანიშვილი, რომელიც საკუთარ ხალხზე, კონსტიტუციასა და არჩევანის თავისუფლებაზე ძალადობს. ამ ვითარებაში ეს პროცესები მშვიდობას ხელს არ უწყობს, შესაბამისად, იქნება მშვიდობა, იქნება დემოკრატია და ევროპული მომავალი მაშინ, როდესაც ხალხის ნება იქნება გადამწყვეტი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
0
0