24/06/2023
18:16
კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი რუსეთში მიმდინარე სამხედრო არეულობას ეხმაურება და ვაგნერის დაჯგუფებაში მყოფ "თანამემამულეებს" მოუწოდებს, არ გაუწიონ არანაირი დახმარება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავრსარდლის, ვლადიმირ პუტინის ქმედებებს, აღკვეთოს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული ამბოხი". - წერია განცხადებაში.
გაგლოევი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის "ამ რთულ დროს" ყველა უნდ დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლისთვის სასიკეთოდ.
"მოვუწოდებ ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ვაგნერის შემადგენლობაში, არ აყვნენ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი ხელმძღვანელების უკანონო ქმედებებს". - ვკითხულობთ განცხადებაში.
0
0