24/11/2021
18:19
სამხედრო
სამხედროები იუბილეზე საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებმა სპეცდანიშნულების ძალების საბრძოლო ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს, მათ შორის იყო სსსტც "დელტას" მიერ წარმოებული უახლესი განტვირთვისა და ჯავშანდაცვის მოდულური სისტემა, თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტი და მოდერნიზებული ავტომატური შაშხანები.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს. საქართველოს თავდაცვის სპეციალური ძალების „ოპერაციების ძალების და აშშ-ის არმიის ოპერატიული დანაყოფის ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
0
0